თუ “ძალის პოზიციით” მიუდგებიან, ბელარუსი გენერალ-მაიორი პოლონეთზე იერიშით იმუქრება

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე და ბელარუსის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) მეთაური, გენერალ-მაიორი რუსლან კოსიგინი პოლონეთზე იერიშებით იმუქრება, თუ დასავლეთი ბელარუსს “ძალის პოზიციიდან მიუდგება”. 

“კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ხდება იერიშის პირველი სამიზნე, სწორედ გადაწყვეტილების ცენტრები, მმართველობის სისტემბის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე მათი ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა (ალექსანდრ ლუკაშენკომ) უკვე არაერთხელ ახსენა, პასუხი მყისიერი იქნება. სწორედ მათზე (ჩამოთვლილ ობიექტებზე) იქნება მიტანილი იერიშები, თუ ისინი ჩვენს სახელმწიფოსთან ძალის პოზიციიდან საუბარს შეეცდებიან”. – თქვა კოსიგინმა და აღნიშნა, რომ ბელარუსს ასეთი სცენარი არ სურს.

კოსიგინის მტკიცებით, აშშ ევროპაში “რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მორიგი სისხლიანი კონფლიქტის” დაწყებას გეგმავს, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიები კი “პოლიგონებად იქცევა”.

ასევე, კოსიგინის მტკიცებით, პოლონეთს “იმპერიალისტური ამბიციები აქვს”.