მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი, შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატო-ს პროგრამა უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში – იენს სტოლტენბერგი

ჩვენ შევთანხმდებით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მადრიდში ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იმართება.

„მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი სამიტი. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატო-ს პროგრამა უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ გარდაქმნაზე შეკავებაში და თავდაცვაში, მეტი მზადყოფნაში მყოფი ძალებით, მეტი აღჭურვილობით. ჩვენ შევთანხმდებით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან, უკრაინა დგას სისასტიკის წინაშე, რომელიც ჩვენ არ გვინახავს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ იქნება პროგრესი ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხში. ასევე განვაცხადებთ, რომ გვქონდეს თავდაცვის შესაძლებლობა უფრო სახიფათო მსოფლიოში, მეტი ინვესტირება უნდა მოვახდინოთ ჩვენს თავდაცვებში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.