რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რამენაირად ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, რათა შემდეგ მაინც ჰქონდეთ არეულობის შემოტანის რესურსი – რატი იონათამიშვილი

დღეს საქართველო არის ძლიერი, პროგრესული და ვერავინ შეძლებს, რაიმე სახის დისონანსი და არეულობა უზრუნველყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის განხორციელებისკენ დგამს ნაბიჯებს, რადიკალური ოპოზიცია კი, ხელს უშლის ამ პუნქტების შესრულებას.

„ხშირად, ეს ადამიანები საუბრობენ ზვიად გამსახურდიაზე, მაგრამ სინამდვილეში, მიმბაძველები არიან თენგიზ სიგუასი, იოსელიანის, კიტოვანის და იმ ადამიანების, ვინც თავის დროზე საქართველოს დიდი უბედურება დამართეს. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანა სუსტი იყო და საფრთხეების თავიდან არიდება ვერ შეძლო, მაგრამ დღეს საქართველო არის ძლიერი, პროგრესული და ვერავინ შეძლებს, რაიმე სახის დისონანსი და არეულობა უზრუნველყოს. რამდენად არის ტექნიკური მთავრობა დემოკრატიული პროცესის გამაძლიერებელი? – სწორება იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა დავიწყოთ, რაც ქვეყანას პერსპექტივიდან კანდიდატობამდე მიიყვანს. მოსახლეობა ხედავს, რომ ჯერ ჯერობით „ქართული ოცნება“ არის ის პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც 12 პუნქტის განხორციელებისკენ დგამს ნაბიჯებს, რადიკალური ოპოზიცია კი, ხელს უშლის ამ პუნქტების შესრულებას. სინამდვილეში, მათი მიზანია, რამენაირად ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, რათა შემდეგ მაინც ჰქონდეთ არეულობის შეტანის რესურსი, მაგრამ მათი მხრიდან ეს მცდარი გზაა, რასაც საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.