აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვა.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან ირანის ომის დასრულების საკითხსაც განიხილავს.
ამასთან, ტრამპის თქმით, შესაძლებლობა თუ იქნება, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ცალკე შეხვდება.
„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პუტინს შევხვდებოდი. თუ შესაძლებელი იქნება, შევხვდებოდი", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ფილიპინებში.
ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს.
„შეხვედრა მასაც სურს, ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა მან.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში 18-19 ნოემბერს გაიმართება. სამიტის ფარგლებში 19 ნოემბერს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.



