პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Aktuálně.cz იტყობინება.

როგორც მედია წერს, ერთმანეთს დაბალი სიჩქარით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის მიროსლავ რეზაჩის თქმით, ავარიას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.

ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მაშველებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩეხეთის პოლიციამ და სარკინიგზო ინსპექციამ უკვე დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, თუ რატომ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე.

ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ივან ბედნარიკმა, მომხდარს „ძალიან სერიოზული ინციდენტი" უწოდა.