,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე რაფი ურუჯოვი პოლიციამ დააკავა.
მას ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვას ედავებიან. - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით რაფი ურუჯოვი დააკავეს.
ამ დროისთვის პარტიას მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.



