საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5931 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8495 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8547 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0514 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 ნოემბერს შევა ძალაში.