დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა – საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით  საქართველოში ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

“დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. “უფრო სრულყოფილი კავშირისკენ” სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და, რომ ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები. დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა!” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.