ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი კიევში ჩავიდნენ

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ მალე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიანიჭოს თუ არა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც გვჭირდება, გავგზავნოთ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი, უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი გმირულ წინააღმდეგობას სწევენ“, – განაცხადა მაკრონმა ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.