ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას – მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია – სტოლტენბერგი

ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკის/ლუგანსკის აღიარებას უკრაინაში, ეს ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.

„ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *