მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, თუ დავეცემით, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპული ქვეყნები იქნებიან – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მცდელობას, რომ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდეს, აზრი არ აქვს, რადგან მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია.

“ნუ შეგეშინდებათ რუსეთთან ესკალაციის ახალი დონის შექმნის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო ამ წლის 24 თებერვალს. ეს არის რეალობა,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ევროპული ქვეყნები იქნებიან.

„ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენ ვართ პირველი ბრძოლის ველი. თუ დავეცემით, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპული ქვეყნები იქნებიან,“- აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.