ზელენსკი: იარაღის დაყრა არ შეგვიძლია, რადგან ასეთ შემთხვევაში გავქრებით

იარაღის დაყრა არ შეგვიძლია, რადგან ასეთ შემთხვევაში გავქრებით. გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი და როგორც უბრალოდ ხალხი. რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი ისვრის გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა კი მშვიდობაა.წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.