თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული 80 წლამდე პირია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გახსნილია და სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.



