ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

არსებული  ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

დაღუპულებს შორის 1 მამაკაცი და 2 ქალია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ქართლის ამბებმა" გაავრცელა.