14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენთვის სრულიად უცნობი და საინტერესო საქმის კეთება მოგიწევთ, თუმცა მოულოდნელობები ყოველთვის შინაგან დაძაბულობას იწვევს და ეს ახლობლებთან ურთიერთობაზე აისახება. ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ მცირე გაუგებრობა კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

კურო

ხელსაყრელი დღეა კარიერაზე ფიქრისთვის. შესაძლებელია, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყოთ. ეცადეთ სამსახურში წუთითაც არ მოდუნდეთ. სავარაუდოდ, შანსი მოგეცემათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ.

ტყუპები

შესაძლოა, წინსვლისთვის ამ დღეს ნაბიჯის უკან გადადგმა მოგიწიოთ. ხანდახან დროებით უკან დახევა ჯობს, ვიდრე წლების განმავლობაში დახურულ კარზე კაკუნი. მალე ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

კირჩხიბი

შესაძლოა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღოთ ან ერთდროულად რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო დავალება მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება მოგიწევთ. თუ წარმატებას მიაღწევთ, გარშემო მყოფთა აღიარებას დაიმსახურებთ.

ლომი

შეიძლება ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ! ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაცამ თქვენს მოტყუება ეცდება. მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. გახსოვდეთ, „რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“.

ქალწული

თქვენი გეგმები შეიძლება დღის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალოს. სიტუაცია თქვენგან სწრაფ რეაქციას მოითხოვს. თუ ამას შეძლებთ, ნებისმიერი ცვლილება თქვენს სასარგებლოდ შემობრუნდება! ნუ გაგიკვირდებათ თუ კარგად დაგეგმილ, თითქმის დასრულებულ საქმეებში ხარვეზს აღმოაჩენთ.

სასწორები

ეცადეთ აღიაროთ, რომ თქვენს სხეულს და ტვინს დასვენება სჭირდება და ამას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოთ. მიეცით თავს სიზარმაცის უფლება და მომდევნო დღეებში მეტი ენთუზიაზმით გააკეთებთ საქმეს.

მორიელი

შეგიძლიათ გარისკოთ, თუ ამის საჭიროება გაჩნდა. მთავარია, ყველაფერი კარგად გათვალოთ და გაიაზროთ. ამ დღეს იღბალი მას გაუღიმებს, ვინც მის კეთილგანწყობას ბოროტად არ გამოიყენებს.

მშვილდოსანი

თქვენი ენერგიისა და კომუნიკაბელურობის წყალობით, ნებისმიერ სფეროში წარმატების შანსი გაქვთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ერიდოთ. თქვენი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ შეგიძლიათ ათობით შემთხვევიდან ყველაზე პერსპექტიული აირჩიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

თხის რქა

რისკის მოყვარულ თხის რქებს შეუძლიათ იზეიმონ – ეს მათი დღეა! რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი საგულდაგულოდ უნდა გათვალოთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, მოქმედება უნდა დაიწყოთ.

მერწყული

მერწყულის საქმეებში გარდამტეხი მომენტი დგება! ძალიან მალე მისთვის ახალი გზები გამოჩნდება, თუმცა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ისეთი შესაძლებლობა მოგეცეთ, როგორზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღებით მოუსმინოთ ყველაფერს, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, იღბალი ხელიდან გაუშვათ.