13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი წარმატების გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის ზუსტად ხვდებით „საიდან უბერავს ქარი“. სიტუაცია თქვენგან სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. ეცადეთ, საკუთარი იდეები ისე ჩამოაყალიბოთ, რომ ყველასთვის მისაღები იყოს. ინტუიცია გიკარნახებთ, მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტიდან თქვენთვის ყველაზე მოგებიანი შეარჩიოთ.

კურო

ვარსკვლავები კუროს მშვენიერ დღეს ჰპირდებიან. ყველა საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, დროთა განმავლობაში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. შეგიძლიათ ახალი მიზნები და გეგმები დაისახოთ და თამამად იმოქმედოთ. ერთადერთი, რაც ხელს გიშლით, შურიანი ადამიანების უსამართლო კრიტიკაა, ამიტომ ეცადეთ, არ მოუსმინოთ.

ტყუპები

მთელი დღე ერთ ადგილზე, უძრავად ჯდომა გიჭირთ და ცდილობთ, საკუთარი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. გირჩევთ, სამუშაო შედარებით ადრე დაასრულოთ და დიდი ხნის უნახავ მეგობარს ესტუმროთ ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბედი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს მოგცემთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

დღის განმავლობაში ნებისმიერი ფინანსური სიურპრიზი გელით: ბონუსი შესრულებული სამუშაოსთვის, დაბრუნებული ვალი, საჩუქარი საყვარელი ადამიანის საჩუქარი და ა.შ.

თუ მაღალანაზღაურებად სამსახურზე ოცნებობთ, ეს შესანიშნავი დღეა ოცნების ასრულებისთვის.

ლომი

დილიდან ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ, რაც ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ როგორც ერთფეროვან სამუშაოს, ასევე პროექტებს, რომლებსაც ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება.

ქალწული

ქალწული შრომისმოყვარეობისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებს. ეს შეიძლება მენეჯმენტის მადლიერება, კარიერაში დაწინაურება ან საყვარელი ადამიანის საჩუქარი იყოს. თუმცა, თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენების სხვა ვარიანტებიც არის შესაძლებელი.

ერთი სიტყვით, პლანეტების განლაგება თქვენს ცხოვრებაში ახალი, წარმატებული ეტაპის დაწყებას გპირდებათ.

სასწორები

სასწორებს რთული დღე ელით – შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მიზეზი არასაკმარისი ინფორმაცია და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგვაა. თუ არ გსურთ მსგავს სიტუაციაში ჩავარდნა, მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმ პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია სიახლე, რომელიც პროექტის დაწყებაში დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს ფინანსური შემოსავალი, ინფორმაცია, საჭირო კონტაქტები ან ახლობელი ადამიანების დახმარება. ეს შანსი უნდა გამოიყენოთ, რათა პროექტი ამოქმედოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ჭორებმა შეიძლება თქვენს ცხოვრებასა და კარიერაზე უარყოფითად იმოქმედოს. უფრო მეტიც, შეიძლება ჭორების მსხვერპლად იქცეთ. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ სხვა ადამიანების შესახებ საკუთარი აზრები თქვენთვის შეინახოთ. სამაგიეროდ, ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო. ეს ჭორების წყაროს პოვნაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს ისეთი გრძნობები განიცადოთ, როგორიცაა ეჭვიანობა და იმედგაცრუება. ფიქრობთ, რომ გარშემომყოფები თქვენზე წარმატებულები არიან? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო ნაკლები იყუროთ და საკუთარ საქმეებზე კონცენტრირდეთ.

მერწყული

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში თქვენი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია იქნება. გამორიცხული არ არის, რომ აზარტის გამო ისეთი რამ გააკეთოთ, რასაც ადრე ვერ გაბედავდით. რამდენად გამართლებულია ეს რისკი, მოგვიანებით გაირკვევა.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საკითხში თავს ორგანიზებული მუშაობით გამოიჩენთ. ერთ მხრივ, საკუთარ საქმეებში სხვების ჩარევის წინააღმდეგი ხართ და, მეორე მხრივ, გარშემომყოფებს უმოწყალოდ აკრიტიკებთ. იქნებ, ჯობია, გაუფრთხილდით საკუთარ იმიჯსაც და გარშემო მყოფთა ნერვებსაც.