ევროპის რიგ ქვეყნებში ამჟამად ვითარდება ინიციატივა „ენერგეტიკული სუვერენიტეტი", რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიონ ენერგორესურსების მომწოდებლები- აცხადებს ევროპარლამენტარი და პოლიტიკური პარტია "ბერძნული გამოსავლის" (Ελληνική Λύση) ლიდერი, კირიაკოს ველოპულოსი
მისი თქმით, ათენმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ და უარი თქვას ანტირუსულ სანქციებზე.
"ევროპის რიგ ქვეყნებში ამჟამად ვითარდება ინიციატივა „ენერგეტიკული სუვერენიტეტი", რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიონ ენერგორესურსების მომწოდებლები. თავად ტრამპმაც ცალმხრივად მოხსნა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რათა რუსეთს დიზელის საწვავის მიწოდება შეძლებოდა. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა, რომ საბერძნეთმაც მოითხოვოს ენერგეტიკული სუვერენიტეტი და მეტი დამოუკიდებლობა ნავთობისა და გაზის მომწოდებლების არჩევისას? მხარს უჭერთ ამ ინიციატივას?
უდავოდ. საბერძნეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვისგან შეიძენს გაზსა და ნავთობს. თუ ტრამპსაც კი მიაჩნია, რომ რუსეთიდან ნავთობის მიღებით შეერთებული შტატები შეძლებს ფასების შემცირებას, წარმოიდგინეთ, რამდენი მილიარდის დაზოგვას შეძლებდა ევროპა, თუ თავიდან აიცილებდა ფასნამატებს, ტარიფებსა და ტრანსპორტირების ყველა ხარჯს და ნავთობსა და გაზს უშუალოდ, მილსადენებით მიიღებდა.
ჩვენ ბერძენი ხალხისა და ევროპის ხალხების კეთილდღეობა გვინდა — სწორედ ამიტომ არის საჭირო სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმება. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით დოქტრინისა, რომლის თანახმადაც, რუსეთის გარეშე ევროპა არ არსებობს. სამწუხაროდ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ვეტო მხოლოდ გემთმფლობელების ინტერესებთან დაკავშირებით გამოიყენა და არა ბერძენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად — იმისთვის, რომ ბერძნულ ბიზნესსა და ოჯახებს რუსეთიდან იაფი ნავთობისა და გაზის შეძენა შეძლებოდათ.
ამიტომ ვაცხადებთ: როგორც მან ვეტო დაადო გემთმფლობელების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ასევე უნდა დაადოს ვეტო იმ სანქციებსაც, რომლებიც საბოლოო ჯამში თავად ბერძნებს აზარალებს. საბოლოოდ, სანქციებს მხოლოდ მტრების წინააღმდეგ აწესებენ, ხოლო შეერთებული შტატებისთვის რუსეთი მტერი არ არის. მტერი თურქეთია.
ამ ზომების განხორციელება მხოლოდ ისეთ მთავრობას შეუძლია, რომელსაც ვალები არ აქვს — ანუ ისეთ მთავრობას, რომელიც არავის წინაშე არ არის ვალდებული. ჩვენი პარტია „ბერძნული გამოსავალი“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ განახორციელებს ამ ზომებს, რადგან ის არავისზეა დამოკიდებული და ვალდებულია მხოლოდ ბერძენი ხალხის წინაშე. ჩვენ მხოლოდ ბერძენ ხალხს ვემსახურებით. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და ვიცით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს." - განაცხადა კირიაკოს ველოპულუსმა.



