მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება, - ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომლითაც ის საქართველოს მთავრობის მეთაურს ბუდაპეშტში ეპატიჟება.
„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღეს შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს", - აღნიშნა მადიარმა.
მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავარი საიუბილეო ღონისძიება უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება. პეტერ მადიარი სტუმრებს სიტყვით მიმართავს.



