საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი  გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში"; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში"; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში"; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში"; თურქეთის „ტრაბზონსპორში", შვეიცარიის „გრასჰოპერსში", იტალიურ „რეჯანაში", თბილისის „ლოკომოტივში", იყო შოტლანდიური „დანდის" კაპიტანი, კარიერა „დინამოში" დააასრულა.

 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი

დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თაობას ავარჯიშებდა.