საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ.
ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
სამიტის მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროკავშირის გაფართოება და კანდიდატი ქვეყნები, ევროპის უსაფრთხოება და რეგიონული პროცესები, ევროკავშირის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები.
„ევრონიუსის" ევროკავშირის გაფართოების სამიტი ბრიუსელში 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.



