უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ქართველი მებრძოლები უკრაინაში, ბახმუტთან დაიღუპნენ.

ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც და განმარტავს, რომ განხორციელდება საჭირო პროცედურები.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.