ზურაბ ჩიკვილაძე ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვია

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე,  კომისიის წევრებთან და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვია.

 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ფილიალის მუშაობას გაეცნენ,   სკრინინგ ცენტრის დირექტორთან ეთერ კიღურაძესთან ერთად

 არსებული გარემო დაათვალიერეს და ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მოისმინეს.

„სკრინინგის პროცესში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ჩართულობა. ამ პროგრამას ახორციელებს და სრულად აფინანსებს  დედაქალაქის მერია. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.  ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის პროცესში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში ოთხ  ლოკაციაზეა განთავსებული.