სადაც კი ნატო გამოჩენილა, იქ კარგი არაფერი მომხდარა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ ქვეყანაში, სადაც ნატო შეიარაღებული ძალით ჩაერია, მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეცვლილა.
„ნატო-ს შეჭრა ერაყში, მისი ჩარევა ყოფილ იუგოსლავიაში და სხვა არაერთი ავანტიურა, მათ შორის ლიბიაში - ყველგან, სადაც ნატო თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიებს გარეთ მოქმედებდა, სამხედრო მისიები საკმაოდ აგრესიული ხასიათის იყო. არცერთ ადგილას, სადაც ნატო იარაღით ხელში შევიდა, ვითარება არ გაუმჯობესებულა", - აღნიშნა ლავროვმა.



