“უკრაინული დროშები, რომლებიც საქართველოში ქართული დროშის გვერდითაა აღმართული, არის სოლიდარობის დასტური”- ანდრეი კასიანოვი 

საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, ეს არის ის, რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები საერთო პოზიციებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა დაძლიონ რუსეთის პოზიცია და აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული დროშები, რომლებიც საქართველოში ქართული დროშის გვერდითაა აღმართული, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

„რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიიდან ერთი წელი გავიდა და უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი გახდა განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო მოქალაქეები და რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად. არავის ეღირსა დანდობა, არც ქალებს, არც ბავშვებს, არც ახალგაზრდებს, მაგრამ უკრაინამ შეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება. უკრაინელი ხალხი არის გაერთიანებული ამ იდეის გარშემო და მიზნად ისახავს, გადალახოს აღნიშნული პრობლემები“, – აღნიშნა კასიანოვმა.

ამასთან, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის თქმით, დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი უკრაინის გამარჯვებაზე დგას.

„ეს გვაძლევს შეუდრეკელ, უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და ეკონომიკური, სხვადასხვა რესურსების მოწოდებით. აგრეთვე იმ მოქალაქეებისადმი ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებით არის გამოწვეული, რომელთაც მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება რუსეთის ბარბაროსულ ბრძოლაში. თქვენი და ჩვენი მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. ეს არის ის, თუ რატომაც არის, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნები იღებენ საერთო პოზიციებს, რათა დაძლიონ რუსეთის პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდიგვერდ და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ, გაანადგურონ ოკუპანტები. უკრაინელი ხალხი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი, საქართველოს ეკლესია აწვდიან თავშესაფარს იმ ხალხს, ვისაც მოუხდა საკუთარი ქვეყნის დატოვება. ეს გამოიხატება ჰუმანიტარული დახმარებითაც. საქართველოში არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით, გურიიდან ერთი რიგითი მასწავლებლის, ლადო აფხაზავას ორგანიზებით, მოხერხდა, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვდა 700 ათასი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. უკრაინელ ბავშვებს ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ საქართველოს ეკლესიის მიერ ორგანიზებული სარეაბილიტაციო დახმარება. ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოშია აღმართული, ქართული დროშის გვერდზე, გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება პირადად სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და დახმარებისათვის, რომელიც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას. თქვენი სიტყვები და გამოსვლები, ქალბატონო პრეზიდენტო, არის ყველა უკრაინელისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ ხალხსა და საქართველოს აკავშირებს. ეს არის ზუსტად იმის გამოხატულება, რაც ახლახანს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეგვახსენა, რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერ პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დაემხობა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.