“მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და როგორ გკიდიათ საქართველო , როგორ არ განაღვლებთ ეს დატანჯული ხალხი‼️”-სანდრო ბრეგაძე

“ბოლო 30 წელია ერთად მოვდივართ პოლიტიკაში , ერთად ვიყავით პარლამენტში , მინისტრთა კაბინეტში – მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და როგორ გკიდიათ საქართველო , როგორ არ განაღვლებთ ეს დატანჯული ხალხი‼️”- წერს სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძე

“არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი – შლეგი “ – კონსტანტინე გამსახურდია ‼️

არაა ეს ჩვენი ( ქართველების ) ომი და არც შლეგივით ვინმეს ხელისუფლების დაცვას ან ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნებისთვის ბრძოლას ვაპირებ ‼️

ერთნი ( ძირითადად ნაცები ) აცხადებენ , რომ ვინც აქციაზე არ არის და მოთხოვნებს მხარს არ უჭერს – პრორუსი მოღალატეაო ‼️

მეორე ნაწილი ( ძირითადად ოცნებისტები ) აცხადებენ , რომ ვინც აქციაზე იმყოფება სამშობლოს მოღალატე , ეკლესიის მტერი და გავლენის აგენტიაო ‼️

იმ ხალხმა რა ვქნათ , რომლებმაც შესანიშნავად ვიცით რა ხვითოებიც ხართ ორივე მხარე ⁉️

10 წელია ამ ისედაც დაზაფრულ ხალხს ნაც – ქოცების ხელოვნურ ომს აყურებინებთ , სხვის (თქვენს პირად ) ომში აომებთ , აბითურებთ და ატყუებთ ‼️

თქვენ არც დემოკრატია გაინტერესებთ , არც ევროპა , არც უცხო ქვეყნის აგენტები, არც ეკლესია , არც ეროვნული ინტერესები , არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არც არაფერი – მხოლოდ ფული და სავარძელია თქვენი საზრუნავი ‼️

საქართველოს ძარცვის ხარჯზე გამდიდრებული მილიონერები გავლენებისთვის , კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნისთვის , ხელისუფლებით ტკბობისთვის იბრძვიან და ხალხს ავალდებულებენ – ჩვენი და ჩვენი ოჯახების ბედნიერებისთვის თავი გაწირეთ,ერთმანეთი დახოცეთო ‼️

ახლა თქვენ სირები (ყველს ვგულისხმობ) ჩვენ გგონივართ თუ დასირების ახალ ფაზაში გადაგყავთ ხალხი ⁉️

ერთის მხრივ ევროპა და დემოკრატია ,მეორეს მხრივ ეკლესია და ქართველობა – როგორ ფეხებზე გკიდიათ ეს ცნებები ჩემზე კარგად ვინ იცის ⁉️

ბოლო 30 წელია ერთად მოვდივართ პოლიტიკაში , ერთად ვიყავით პარლამენტში , მინისტრთა კაბინეტში – მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და როგორ გკიდიათ საქართველო , როგორ არ განაღვლებთ ეს დატანჯული ხალხი‼️

არაა ეს ჩვენი ( ქართველების ) ომი , ეს ხელისუფლებაში – ძალაუფლებაში მანიაკალურად შეყვარებული მილიონერების ომია და ვინც მათთვის იომებს – შლეგი კი არა შლეგზე უარესია ‼️ “-წერს სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძე.