” რუსული კანონი” არა, კვატი!”-ზაურ ნაჭყებია

 

📍საზარელი სანახავი იყო წუხელ, რუსთაველზე,პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები.

📍როცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აშკარაა( უკრაინული მაედანის ექსპორტირება სურთ საქართველოში),ძალოვანი სტრუქტურები უნდა მოიქცეს ისე,როგორც, წუხელ მოიქცა!

📍შთაბეჭდილება მრჩება,რომ კანონის პირველი მოსმენით მიღება, მხოლოდ მიზეზია საქართველოს მტრების მხრიდან ესკალაციის ასაგორებლად.ყველამ კარგად ვიცით,ვინ დგას ამ ავანტიურის უკან და რა არის ხელოვნური დაპირისპირების ნამდვილი მიზანი!

📍სამწუხაროდ,ისევ მოინდომეს ქართველი ხალხის ბრბოდ გადაქცევა.მათ კარგად იციან,რომ ეგზალტირებული მასა ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს და ადვილად წამოეგება შიდა და გარეშე მტრების მიერ ნასროლ ანკესზე.

📍ჩვენი უბედურება იმაშია,რომ არათუ სხვის ,არამედ,ჩვენს შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ და ისევ ჯოჯოხეთისკენ მივაქანებთ ქვეყანას.

📍ვისაც ჰგონია,რომ ჩვენი ადგილი დღევანდელ სახედაკარგულ ,ამერიკის მიერ დაბეჩავებულ ევროპაშია,ძალიან ცდება- ჩვენი ადგილი საქართველოშია.ჩვენ დახავსებული ცნობიერებით თვითონ ვანგრევთ საკუთარ ქვეყანას და იმის ილუზია გვიჩნდება,რომ გადაგვარებული ევროპა გვიშველის!

📍როცა, ე.წ.კოლექტიური დასავლეთი,თავის ევრო- ამერიკიანად, გაშანტაჟებს და ულტიმატუმს გიყენებს: თუ ამ კანონს მიიღებ,ევროკავშირს ვერ ეღირსებიო,ხომ უნდა მიხვდე,რატომ არ სურთ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ( სიტყვა აგენტი შეიძლება შევცვალოთ)კანონის მიღება საქართველოში.

📍თუ ასეთი კანონი ანტიდემოკრატიულია და არსებითად ზღუდავს ადამიანის უფლებებს,რატომ არსებობს ამერიკაში და სხვა ე.წ.დემოკრატიულ ქვეყნებში?

📍რომ აუჩემებიათ,” რუსული კანონი,რუსული კანონი”-ო, დაიდოს გვერდიგვერდ რუსული და ამერიკული კანონები და კომპეტენტურმა სპეციალისტებმა დადონ დასკვნა,რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე!
ქვეყანაში დენთის სუნი ტრიალებს და ვერ ვაცნობიერებთ, ემოციური კუდაბზიკობით ,როგორ მივაქანებთ საკუთარ ქვეყანას ჯურღმულისკენ!
მე პირადად ნამდვილად არ მინდა ისეთი ” ევროპული ოჯახის” წევრი გავხდე,რომელიც საკუთარ სახეს და სუვერენულ უფლებებს დამაკარგინებს!

📍ხალხო,გამოვფხიზლდეთ!

✅სოციალური ქსელი -ზაურ ნაჭყებია