“ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის”- ზურაბ ჯაფარიძე

“დასანქცირება ჩვენს ხელში არ არის, ჩვენი ბერკეტი არ არის, ეს გადასაწყვეტია დასავლეთის ქვეყნების, რომლებიც ახლა ძალიან სკულპუროზულად გვიყურებენ, აკვირდებიან რა მოხდება ამ კანონთან დაკავშირებით, ამასთან აკვირდებიან, რომ კანონის მიღება პრობლემურია, ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია, – ას გამოეხმაურა   „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი,  ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას: „ხალხის ძალის“ კანონს პირველი მოსმენით ვინც დაუჭერს მხარს, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებთან ერთად დასანქცირდეს“.

მისი თქმით, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს ევროკავშირის სჯერა თუ მიხეილ ყაველაშვილის.

„გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ და იმ სივრციდან მგონი აღარ დარჩა ადამიანი, ვინც არ გვითხრა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ამ გზას. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის. ყაველაშვილთან ერთად უნდა რუსეთის გუბერნიაში დარჩენა, თუ ევროკავშირში უნდა. ძალიან მარტივი ამბავია და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს“, – აცხადებს  ზურაბ ჯაფარიძე.