“ერთი რამ ვერ გაიგო ჩვენმა ოპოზიციამ: “რევოლუცია” ჯერ ოპოზიციურ ფლანგზე მოაწყვეთ”-ამირან სალუქვაძე

“შეეშვით თქვენი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის ახალგაზრდების გამოყენებას”- ასე მიმართავს სოციალურ ქსელში ოპოზიციას ექსპერტი, ამირან სალუქვაძე.

“ერთი რამ ვერ გაიგო ჩვენმა ოპოზიციამ: “რევოლუცია” ჯერ ოპოზიციურ ფლანგზე მოაწყვეთ, ჯერ თავად განახლდით, გაუშვით სახლში ვისაც ხალხი არ იღებს, ზოგიერთი პარტია დაშალეთ, ზოგიერთი ახლიდან ააწყვეთ და მერე შეეჭიდეთ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, ოღონდ არჩევნების გზით.
ახლა გვარამია გამოვიდა “ლეგიტიმური დამხობის” მოწოდებით. პარლამენტზე “რევოლუცია” მიაწერეს. ამით უფრო აშინებთ ხალხს და ნამდვილად ვერაფერს მოიგებთ.
ამ 78-ე მუხლს ატრიალებენ, რომელსაც თავად ხმა არ მისცეს. ვინც პარტნიორებს ჯერ უვიზო მიმოსვლაზე ეუბნებოდით არ მისცეთო, შემდეგ კანდიდატის სტატუსზე იგივე გააკეთეთ და დღემდე აგრძელებთ, მედასავლეთეობას (გვარამიას ტერმინია) როგორ იბრალებთ?
შეეშვით თქვენი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის ახალგაზრდების გამოყენებას. ნანახი აქვს ხალხს.
ასეთი ოპოზიცია, არ ჩამოგთვლით, საზიანოა ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის. შეიძლება თქვენთვის კარგია. ვერ ელევით, მაგრამ პოლიტიკური სისტემა არ ვითარდება. ხუთი წელია ვწერ, არ გესმით.
კიდევ ერთი. იმათ გეხებათ, პარლამენტთან ჩოჩქოლის დროს, მათ წამახალისებელ პოსტებს რომ გამოფენთ ხოლმე, იქნებ გაიაზროთ და სცადოთ სიმართლე უთხრათ ოპოზიციას?! ამ ქვეყანაში ხომ ცხოვრობთ?!
ვერც იმას ხვდებით, რომ აღარ მოსწონს მოსახლეობას დაძაბულობა, ხმაური, მუქარები, რევანშის და შურისძიების წყურვილით შეპყრობილი სუბიექტები. შეიძლება იმათ მოსწონთ, ვისაც ანგარიშს აბარებთ, მაგრამ ხალხს ნაღდად არა.
ხალხს სჭირდება კვალიფიციური, სანდო, გაწონასწორებული პოლიტიკოსები ოპოზიციაში, ჯანსაღი კონკურენცია, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და არჩევნებზე ფართო არჩევანის შესაძლებლობა. თქვენს თავზე კი გაქვთ წარმოდგენა, რომ თქვენ ხართ ასეთები, მაგრამ მოსახლეობა ასე არ ფიქრობს.
10 წელია იმ პოლიტიკური სუბიექტის საფარქვეშ, ვისაც უარი უთხრა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ცდილობთ რევანშს, ხან ერთი საბაბით, ხან მეორით, ხან მესამით და ხალხს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევთ, ისედაც დუღს მსოფლიო.
ბოლოჯერ ვწერ ოპოზიციის განახლების აუცილებლობის შესახებ. თუ დამავიწყდა და დავწერო, შემახსენეთ და წავშლი.😁! წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.