“უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში” – ამირან სალუქვაძე

ამ ტექსტის დამწერები დღეს აპროტესტებენ ახალ კანონპროექტს. როდის იყვნენ გულწრფელები? კითხვა და აზრის გამოტანა არავის გვიჭირს. მხოლოდ პირველ ორ აბზაცს გაგაცნობთ,- წერს სოციალურ ქსლეში  ქსპერტი ამირან სალუქვაძე.

“პირდაპირ ასე წერია: “…უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის…” ანუ, ეს კვლევა ეხება როგორც ჩრდილოეთს, ისე დასავლეთს, სამხრეთს და აღმოსავლეთს.

“უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში

აბსტრაქტი

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებული პროექტების სარგებელი და რისკები. შეფასებულია არსებული გარემო და წარმოდგენილია, ის საფრთხეები, რასაც უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის სახელმწიფო ფინანსებისა და რუსული ფონდების მიერ განხორციელებული აქტივობების გაუმჭვირვალობა იწვევს. პოლიტიკის დოკუმენტში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულია პრობლემაზე რეაგირების ეფექტური გზები და რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის.

შესავალი

საქართველოში პროექტებს ახორციელებს ათეულობით უცხო ქვეყანა თუ ფონდი, რომელთა საქმიანობის არეალი ფართო და მრავალფეროვანია. პროექტების უმრავლესობას ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მიუხედავად ამისა, არის კონკრეტული ფაქტებიც, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ დეკლარირებულ ფუნდამენტურ ინტერესებსა და ღირებულებებს.”

 

ვფიქრობ, ეს პირველი ორი აბზაციც საკმარისია აზრის გამოსატანად, რომ 2016 წელს ეს ადამიანები უცხო ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებაში ხედავდნენ რისკებს, ხოლო ევროკავშირმა ამ კვლევაში ფული გადაიხადა.

 

კვლევა დაწერილია ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ, 2016 წელს, ვიმეორებ, ევროკავშირის დაფინანსებით. ვისაც აინტერესებს სრულ ტექსტი, მივაწვდი.

 

2016 წლის შემდეგ ამ კუთხით რისკები შემცირდა, თუ გაიზარდა? ის რომ დაფინანსება შემოდის რომელიმე სხვა ქვეყნიდან, გამორიცხავს რუსეთის კვალს?

 

ორმაგი სტანდარტები და უტიფრობაა პრობლემა და არა ეს კვლევა ან კანონპროექტები. ამ კვლევის ავტორები პირველები უნდა ჩართულიყვნენ განხილვასა და ცვლილებების შეტანაში.

ახლა ვინც იგივე შინაარსის კანონპროექტი დაწერა, ქვეყნის მტერია და კვლევის ავტორები პატრიოტები? თუ ეს კვლევა სასარგებლო იყო, მაშინ კანონს რას უწუნებთ?”- წერს ამირან სალუქვაძე.