იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა.

აღნიშნული გიორგი ვაშაძემ კომიტეტის თავმჯდომარესთან გააპროტესტა. ლევან ხაბეიშვილი კი ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ამ დროისთვის კომიტეტის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.