“რაზეა ამხელა მედია აჟიოტაჟი?!- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
ყველაზე დიდი სტიგმატიზაცია აჟიოტაჟით ხდება, შეგეძლოთ ისე მიგეღოთ ეს კანონი და ისე ჩაასწორებდით ვინმესთვის მიუღებელ ტერმინებს, ვერც გაიგებდა საზოგადოება.
მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ მართლა არ გსურთ დაფინანსების გამოქვეყნება.
ეს რომ ასე არ იყოს, არასამთავრობოების, უფრო სწორად ნაცმოძრაობის ადგილას, მოვამზადებდი ალტერნატიულ კანონპროექტს, შეცვლილი სათაურით და ტერმინებით, რომელშიც გამჭვირვალეობის მხრივ უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნებოდა.
ამასთან გააკეთებდით განცხადებას, რომ თქვენთვის გამჭვირვალეობა დასავლური ღირებულებაა და პირიქით იქეთ ვართ დაინტერესებულებიო.
თან უნდა გეთქვათ, რომ ოკუპაციის პირობებში მსგავსი მოთხოვნების გამკაცრება აუცილებელიაო.
აპელირებენ საგადასახადო კოდექსზე. საგადასახადოს მონაცემები საზოგადოებისთვის დახურულია.
“აგენტს” რაც შეეხება, უამრავი სამთავრობო სტრუქტურაა, რომლებსაც სააგენტო ჰქვია. მაგალითად სურსათის სააგენტო, სატყეო სააგენტო, მომსახურების სააგენტო, შესყიდვების სააგენტო და ა.შ.
თუ ასე არ მოგწონდათ ეს სიტყვა, სს კოდექსიდან რატომ ამოიღეთ სახელმწიფოს ღალატი და ჯაშუშობა რატომ აღარ ითვლება სახელმწიფოს ღალატად?
თუმცა, ვიმეორებ, სახელზეც შეგიხლიათ შეთანხმდეთ და ტერმინებზეც. მაგრამ არ გსურთ.
თქვენ გსურთ ამ თემის გამოყენება მუხტის ასაწევად.
თუ ასე არაა, გეცადათ პირველ მოსმენაზე და თუ არ წამოგყვებოდნენ ცვლილებებზე, მერეც შეგეძლოთ პროტესტი.
საგარეო ვექტორთან ამ კანონის მიბმა, ხალხის დაბოლებაა. საგარეო ვექტორს ვერავინ შეცვლის, სანამ კონსტიტუციაშია ჩანაწერი და სხვას არ ჩაუწერია, ამ ხელისუფლებამ ჩაწერა.
ამ დღეებში ვკითხულობდი მსოფლიო ბანკის სესხებით, ნაწილობრივ გრანტებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რა შუაშია მსოფლიო ბანკის, ან აზიის ბანკის ან სხვა ბანკების სესხები იმ საკითხთან, რასაც ახლა მანდ განიხილავთ?
წლებია ჯერ ამინახავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, კანონებზე შეთანხმებულიყავით. დაიღალა ხალხი ამ ყაყანით.
რაზე დაობთ, როცა კანონპროექტს აგზავნიან ვენეციის კომისიაში?! გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და დაელოდეთ პასუხს. თუ არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რა დასკვნაც მოვა კომისიიდან ხომ იცით?
შშმ პირებს და სხვებს, რაც ჩამოთვალეს სხდონაზე, არ ეხებათ ეს კანონიო და დაუსაბუთეთ თუ ასე არაა.
ახლა კომიტეტზე შეახსენეს ოპოზიციას, ლაშა ტუღუშის მონაწილეობით, არასამთავრობოების მიერ 2016 წელს მომზადებული კვლევა, რომელშიც ითხოვდნენ ანალოგიური რეესტრის შექმნას, უფრო მკაცრი მოთხოვნებით. რუსული კვლევა იყო, როცა დასავლეთმა, ანუ ევროკავშირმა დააფინანსა? არ გახსოვდათ, ალბათ?!
ჰოდა, დამშვიდდით და დაელოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას. უმჯობესია იმსჯელოთ და შეთანხმდეთ ნიუანსებზე.
ჰო, თქვენ რომ ევროკავშირი და კანდიდატის სტატუსის გაწუხებდეთ, 12 პუნქტიან გეგმას და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს არ გამოუცხადებდით. აგერ ლევან იოსელიანის კანდიდატურას არ უჭერთ ყველანი მხარს, ეგრევე იარლიყი ჩამოკიდეთ. არადა 12 პუნქტის მოთხოვნაა”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.