“ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში ასევე საქართველოს”-ოლაფ შოლცი

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ჩვენ ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და პერსპექტივაში ასევე საქართველოს და, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოყვეს. ეს არის რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს დავიცვათ ღირებულებები სამყაროში სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში . ევროკავშირს 27 , 30 თუ 36 ქვეყნით , 500 მილიონზე მეტი მოქალაქით , შესაძლებლობა ექნება უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით.

რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მე პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები , ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. თუმცა, ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის. ჩვენ ვართ ევროპის ხალხი ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. ასე შეგვიძლია დავიცვათ ევროპის ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი მამაცურად უნდა ჩამოვაყალიბოთ, – აცხადებს შოლცი.