“ქართველ სტრატეგოსთა გენიალური მიხვედრილობებიდან”- ვახტანგ ტალახაძე

ინჟინერ-მეცნიერი ვახტანგ ტალახაძე სოციალურ ქსელში რუსეთ -უკრაინის ომზე   სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც gtradio უცვლელად გთავაზობთ:
 
ქართველ სტრატეგოსთა გენიალური მიხვედრილობებიდან:
 
“1. საქართველოს ომში ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკას კი არა, რუსეთს უნდა. დაგვიპყრობს და ბარემ ერთად მოაგვარებს პრობლემებს. (სანქციები მაინც დაადეს უკვე…). ამით, ის გაიძლიერებს საკუთარ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. ამერიკას ეს რაში აწყობს?… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია!
 
2. რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს (უკვე წააგო). ტყვია-წამალი აღარ აქვს, არც ჭურვები და რაკეტები. ისე გაუჭირდათ, მობილიზაციაც კი გამოაცხადეს. პუტინის ოპოზიცია ძლიერდება. მალე გადააყენებენ, ან მოკლავენ. რუსეთი კი დაიშლება!
 
. . .
შეიძლება, ადამიანს ან ერთი სჯეროდეს, ან მეორე.
გასაგებია.
მაგრამ, ორივე ერთად?
(თუ უკვე დამარცხდა, იშლება და სულს ღაფავს, რა ესაქართველოება?)
ხომ უნდა მოახერხო, ორი ასეთი ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი აზრი, ერთდროულად ისე გქონდეს თავში, მოკლე ჩართვა არ მოგიხდეს?
 
. . .
ბავშვობაში ტელევიზორი გვქონდა – “რეკორდი”. (ჩვენი სტრატეგოსებივით, შავ-თეთრი იყო ისიც). ძალიან რომ აურევდა – გამოსახულება მოიღრიცებოდა ან დაიკლაკნებოდა, ერთს შემოვარტყამდით ხოლმე გვერდიდად და – მაშინვე გასწორდებოდა.
ამათ, ასეთი მარტივი პროცედურა, ვეღარ უშველით.
სერიოზული ოსტატი კი – არ ჩანს…წერს სოციალურ ქსელში  ვახტანგ ტალახაძე.