“მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია” – ალუდა ღუდუშაური

“მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც დეოლიგარქიზაციის შესახებ მათ მიერ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები აქვს.

“მოდელი, რომელიც დავაინიცირეთ, იმ კანონის ანალოგია, რომელიც უკრაინაშია, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია. დაუსაბუთებელი ცრუ ბრალდებების და ივანიშვილზე შტურმის ნაცვლად, ოპოზიციას ვურჩევდი ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე გააკეთონ და ერთხელ მაინც უარი თქვან თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ვიწრო პარტიულ ინტერესებზე,” – განაცხადა ღუდუშაურმა.