“ბიძინა ივანიშვილს “ფულის გამოძალვაში” ესარჩლება ტიპი, რომელმაც საკუთარი პარტნიორი, ბატონი ელიზბარაშვილი “გადააგდო”

ბიძინა ივანიშვილს “ფულის გამოძალვაში” ესარჩლება ტიპი, რომელმაც საკუთარი პარტნიორი, ბატონი ელიზბარაშვილი “გადააგდო” თავის დროზე, თავისი მფარველის, კახა თარგამაძის დახმარებით – საინკასაციო “ძარცვის” სცენებს დგამდა და დღეს კი, საკუთარი ტელევიზიის თანამშრომლები მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებით მიატოვა.

დიახ, ზაზა ოქუაშვილი – სიგარეტის ცნობილი კონტრაბანდისტი და ნიკა გვარამიას პარტნიორი-ტელემაქინატორი, – წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაზა ოქუაშვილის შეტანილი სარჩელის შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მეცენატს და ფილანთროპ ბიძინა ივანიშვილს, “ფულის გამოძალვაში” ის ზაზა ოქუაშვილი უჩივის, ვის მიმართაც მოსარჩელე თავის დროზე საკუთარი აწ გარდაცვლილი მამა იყო.

„რაც გამაჩნია, თუ ძალით არ გამომგლიჯეს, მე არაფერს არ ვაბრუნებ. მე ვმოღვაწეობდი, მქონდა ბიზნესი დაახლოებით 1991-92 წლიდან. ბიძაჩემს ხუთი შვილი ჰყავს, ის იყო მეცნიერი, დეკანი, მფრინავი. რუსეთის პასპორტი ძალიან კარგია, რომ გვაქვს“, – დღეს ზაზა ოქუაშვილის ეს განცხადება გამახსენდა “რატომღაც”.

და აი, რატომ: “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა, ბრიტანეთის მოქალაქე ზაზა ოქუაშვილმა – ბიძინა ივანიშვილს (!) ფულის გამოძალვის (!!) ბრალდებით ლონდონის სასამართლოში უჩივლა. დიახ, იმ ზაზა ოქუაშვილმა – ასლან აბაშიძის პარტიიდან ყოფილმა პარლამენტის დეპუტატმა და იმ მოქმედი ნაცდეპუტატის, ნატა ჩხეიძის მეუღლემ – რომელიც თავის “განაცებამდე” რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სთავაზობდა მოსკოვში ნებისმიერი საოჯახო მომსახურების გაწევას.

დიახ, მეცენატს და ფილანთროპ ბიძინა ივანიშვილს, “ფულის გამოძალვაში” ის ზაზა ოქუაშვილი უჩივის, ვის მიმართაც მოსარჩელე თავის დროზე საკუთარი აწ გარდაცვლილი მამა იყო – რომელიც შვილის მიერ დატრიალებული თაღლითური კრიმინალური სქემების მსხვერპლი აღმოჩნდა და ასევე ზაზას საკუთარი ქალიშვილი – რომლის მამობაზეც, ოქუაშვილი დღემდე უსირცხვილოდ უარს აცხადებს.

ბიძინა ივანიშვილს “ფულის გამოძალვაში” ესარჩლება ტიპი, რომელმაც საკუთარი პარტნიორი, ბატონი ელიზბარაშვილი “გადააგდო” თავის დროზე, თავისი მფარველის, კახა თარგამაძის დახმარებით – საინკასაციო “ძარცვის” სცენებს დგამდა და დღეს კი, საკუთარი ტელევიზიის თანამშრომლები მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებით მიატოვა. დიახ, ზაზა ოქუაშვილი – სიგარეტის ცნობილი კონტრაბანდისტი და ნიკა გვარამიას პარტნიორი-ტელემაქინატორი,“- წერს ქართველიშვილი.