“უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს როგორ უნდა გაუთანაბრო!” – გოგა ხაინდრავა

ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას და რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის სახელის მოხსენიებას ეხმიანება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა.

„როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში, რომელიც ევროპის ხალხების უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება, უკრაინაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო! „შინ ევროპისკენ“, – წერს ხაინდრავა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა.