“საქართველო ნორვეგიას განიხილავს, როგორც ახლო მეგობარსა და სანდო პარტნიორს” -ილია დარჩიაშვილი

„საქართველო ნორვეგიას განიხილავს, როგორც ახლო მეგობარსა და სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო, ევროპული ღირებულებები ინტერესები, უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და თანასწორი მსოფლიოს მშენებლობისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. მინისტრმა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. მსურს, მადლიერება გამოვხატო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ნორვეგიის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, როგორც ექსპერტების ჩართულობის, ისე – ფინანსური კუთხით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ანიკენ ჰუიტფელდი ქართველო კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრები ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.