თბილისის საკრებულოში ქართული პოეზიის დღესთან დაკავშირებით, ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილი ინიციატივით, ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართული პოეზიის დღე „ცისფერყანწელების“ ინიციატივით, 1920 წლის 7 მაისს დაფუძნდა.

ტარიელ ხარხელაურმა ღონისძიების ორგანიზატორებს მისი შემოქმედების დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„გამორჩეული დღეა ჩემთვის. აქ შეიკრიბა ხალხი, ვინც სიყვარულით მავსებს. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე. რომ არა თქვენ, ტარიელ ხარხელაური არ იქნებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს ამ საღამოს ორგანიზებისთვის,“ – განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და მოწვეული სტუმრები. 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოსთვის დიდი პატივია ქართული პოეზიის დღის აღნიშვნა ისეთი გამორჩეული პოეტის შემოქმედებითი საღამოთი, როგორიც ტარიელ ხარხელაურია. 

„მოხარულები ვართ,  რომ დღეს აქ, საკრებულოს ისტორიულ დარბაზში აღვნიშნეთ  ქართული პოეზიის დღე.  საქართველო უძველესი და უდიდესი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანაა. განსაკუთრებით გამორჩეული კი ქართული პოეზიაა, დაწყებული ფოლკლორული ლექსებით და ბალადებით, დამთავრებული კლასიკური პოეზიის უბადლო ნიმუშებით.

გენიალურ ქართველ პოეტებს შორის გამოირჩევიან ის შემოქმედები, რომელთა შთაგონების წყარო მთის ულამაზესი ბუნება, ათასწლოვანი ტრადიციები და ისტორიაა. ასეთი პოეტია ბატონი ტარიელ ხარხელაური. მისი შემოქმედება საქართველოს მთების, მისი ამაყი შვილების სიყვარულითაა განმსჭვალული,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დედაქალაქში პირველად ჩატარდა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო და სასიხარულოა, რომ ამ  საღამოს თბილისის საკრებულომ უმასპინძლა.

„ქართული პოეზიის დღე თბილისის საკრებულოში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამოთი აღინიშნა. მოხარულები ვართ, რომ სწორედ თბილისის საკრებულომ უმასპინძლა ამ ღონისძიებას. დედაქალაქში პირველად ჩატარდა ბატონი ტარიელის შემოქმედებითი საღამო. 

7 მაისი – ქართული პოეზიის დღე დაახლოებით 100 წლის წინ „ცისფერყანწელებმა“დააარსეს და მათი გზის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს ეს საღამო,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

შემოქმედებით საღამოზე პოეტებმა და მწერლებმა ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა პოეტ ტარიელ ხარხელაურს საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცეს. პოეტმა მისი შემოქმედებითი საღამოს ბანერზე სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.  

ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამოს სპონსორები იყვნენ ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია’’,  შპს ,,ლაქტალის ჯორჯია’’, შპს ,,სანტე ჯმთ პროდუქტები’’ და  სააქციო საზოგადოება “ბაგრატიონი 1882’’.

10 Comments

  1. najlepszy sklep

    Wow, amazing weblog layout! How long have you ever been blogging for?
    you make blogging look easy. The full look of your website is
    magnificent, let alone the content material!
    You can see similar here sklep internetowy

  2. sklep internetowy

    When I originally left a comment I seem to have clicked the -Notify me when new comments are added- checkbox and now whenever a comment
    is added I receive four emails with the same comment. Is there an easy method you can remove
    me from that service? Thanks a lot! I saw similar here: E-commerce

  3. sklep internetowy

    Howdy! Do you know if they make any plugins
    to assist with Search Engine Optimization? I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good gains.
    If you know of any please share. Many thanks! You can read similar blog here: Sklep online

  4. sklep internetowy

    Hi there! Do you know if they make any plugins to help
    with SEO? I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good gains.

    If you know of any please share. Cheers! You can read similar text here:
    Sklep internetowy

  5. sklep online

    Hello there! Do you know if they make any plugins to assist with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very
    good results. If you know of any please share. Cheers!
    You can read similar art here: E-commerce

  6. List of Backlinks

    Howdy! Do you know if they make any plugins to help with SEO?
    I’m trying to get my website to rank for some targeted
    keywords but I’m not seeing very good results.
    If you know of any please share. Thanks! You can read similar article here: Auto Approve List

  7. Auto Approve List

    Hello! Do you know if they make any plugins to assist with Search Engine Optimization? I’m trying
    to get my website to rank for some targeted keywords but
    I’m not seeing very good success. If you know of any please share.
    Many thanks! I saw similar text here: Backlinks List

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *