თბილისის საკრებულო ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.

ჯემალ ღაღანიძემ  ათეულობით გამორჩეული სახე შექმნა როგორც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე, ასევე ქართულ კინემატოგრაფში. ის იყო შესანიშნავი პიროვნება, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.