გამოვლინდნენ რუსთაველის ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

გამოცხადდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული   სამეცნიერო ფონდის 2022 წლის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის  საბოლოო შედეგები.  

 

ფონდის მსხვილმასშტაბიანი  კონკურსის  დასაფინანსებლად   8 მილიონი ლარი გამოიყო,  რაც მეტ შესაძლებლობას  მისცემს    მეცნიერებს კვლევითი პოტენციალის, შემოქმედებითი უნარის  გამოსავლენად და მაღალი ხარისხის  ინოვაციური  სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად.

ფუნდამენტური კვლევების  კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში  ქვეყნის  სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველია.  კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

 

კონკურსში 113-მა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:   https://bit.ly/40hsbO7