რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს

საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა.

ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყებაში საზღვარზე შექმნილ ვითარებას „უკიდურესად დაძაბულს“ უწოდებენ საქართველოს მიმართულებით გაზრდილი ნაკადის გამო.

უწყების ცნობით, რესპუბლიკის შინაგანს საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სამმართველოს და საბაჟოს ხელმძღვანელებთან გამშვებ პუნქტზე თათბირი გამართა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და კონფლიქტური სიტუაციების რისკების შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოქალაქეებს უფლება დართონ, საზღვარი ფეხით გადაკვეთონ.