6 ნოემბერს ამინდი კიდევ უფრო გაცივდება. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია მაღალმთიან ზონებში, ღამით კი ცალკეულ ადგილებში ყინვაც არის მოსალოდნელი.
ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმს, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც იწვიმებს დღეა, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმს, დღისით +5 , ღამით -2 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მცირე წვიმაა, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 იქნება.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +12 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც უნალექო დღეა. დღისით +8 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც ნალექია დღეა. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმა იქნება, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ღრუბლიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.



