საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9047 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0519 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ნოემბერს შევა ძალაში.



