ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ევროპას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

 

როგორც რასმუსენი დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, ევროპის ამჟამინდელი მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

 

რასმუსენის შეფასებით, ევროპამ უკრაინის დასახმარებლად უფრო კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათ შორისაა რუსეთის სამხედრო მრეწველობის მომარაგების ჯაჭვების შეზღუდვა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება.

 

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ განცხადებები და მხარდაჭერის ზოგადი დაპირებები საკმარისი არ არის - ევროპამ უკრაინის დასახმარებლად გადამწყვეტი მოქმედება უნდა დაიწყოს.

წყარო: