ვერძი
ეცადეთ მხოლოდ საკუთარ ემოციებზე არ იფიქროთ და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინოთ. შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, თქვენს ოჯახში განხეთქილების შეტანას ცდილობს. მეწარმეები სხვადასხვა მოულოდნელობისა და შემოწმებისთვის უნდა მოემზადონ. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორმა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგიმალოთ. ფინანსური საკითხების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ შეიძლება დიდი ზარალი მიიღოთ. მივლინებები და შორეული მგზავრობა უცხოელ პარტნიორებთან მყარ კავშირებს უზრუნველყოფს. დღის განმავლობაში თქვენი ენერგეტიკული ფონი რამდენჯერმე შეიცვლება, თუმცა ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ.
კურო
შემთხვევითობაზე მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ - ზოგჯერ თავადაც ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ხანმოკლე რომანი შეცდომა აღმოჩნდება - პლანეტების განლაგება ღალატისკენ გიბიძგებთ, მაგრამ ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, ყინულოვანი კლდესავით მიუწვდომელი დარჩეთ. თუ კოლექტივში ურთიერთობები იძაბება, დაფიქრდით, რა არ მოსწონთ თქვენს თანამშრომლებს - იქნებ ზედმეტად პრეტენზიული ხართ? ამ დღეს ნაღდი ფულის სესხებას მოერიდეთ - ფულს ვერ დაგიბრუნებენ, მსესხებელი კი ზურგს უკან ჭორებსაც გაავრცელებს. მედიტაციისა და რელაქსაციის ტექნიკები შინაგანი სიმშვიდის პოვნასა და საკუთარ „მე"-სთან კავშირის აღდგენაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დროა განმარტოებისა და დასვენებისთვის.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში შესანიშნავი დღე გელით. საღამოსთვის დაგეგმილი პაემანი ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც ელოდით. თამამად დასახეთ გეგმები და მათი განხორციელება არ დააყოვნებს! ახლობლები მხარდაჭერა მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ. დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრება მხოლოდ გართობა არ არის და რუტინულ შრომასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. შეეცადეთ, პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანოთ, რადგან მათი მოგვარება უმეტესად თქვენს საყვარელ ადამიანებს მოუწევთ. არ დაივიწყოთ, რომ ფულის სესხება ხშირად კონფლიქტებსა და უსიამოვნებებს იწვევს. მეგობრებს შორის ფინანსურმა ანგარიშსწორებამ შეიძლება ისეთი გაუგებრობა გამოიწვიოს, რომლის მოგვარებაც გაგიჭირდებათ. მასაჟი და ფიზიკური ვარჯიშები იდეალური ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, თქვენთვის რომანტიკისა და შეყვარებულობის პერიოდი დგება. სამსახურში უმნიშვნელო კრიტიკაც კი გულთან ახლოს მიგაქვთ და მთელ დღეს ამაზე ფიქრობთ. ასე თუ გააგრძელეთ, შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ. საქმიან ურთიერთობებში ბრწყინვალე პერსპექტივები გადაგეშლებათ. წარმატება თავად მოდის თქვენთან, მთავარია, გაუაზრებელი ნაბიჯებით არ დააფრთხოთ. უახლოეს გარემოცვაში საიმედო ადამიანს იპოვით, რომელსაც შეგიძლიათ სრულად ენდოთ. დღის მეორე ნახევარი უმჯობესია ოჯახურ საქმეებს დაუთმოთ - შესაძლოა, ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ - მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში მცირე გართულებები.
ლომი
საყვარელი ადამიანის წარსულის მიმართ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენთ და სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ, რომ შემთხვევით სხვისი გრძნობები არ შელახოთ. ამ დღეს მოთმინება და სიმტკიცე თქვენი მთავარი მოკავშირეა - წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერებაში დაგადანაშაულებენ! თუ ბოლო დროს ფეხების შეშუპება დაგეწყოთ, დროა, ექიმს მიმართოთ.
ქალწული
არ არის გამორიცხული, რომ ზედმეტად „ყურადღებიანი" თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ და მისგან გათავისუფლება მთავარ ამოცანად გექცეთ. ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა, უთანხმოებას ან ურთიერთგაგების ნაკლებობას წააწყდეთ. ამ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა მოთმინება და კომპრომისის ძიებაა. სამსახურში შრომითი დისციპლინა მკაცრად უნდა დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებსაც ვერ აიცილებთ. თუ ამჟამად ავადმყოფობთ, მალე გამოჯანმრთელების ეტაპი დადგება, თუმცა ეცადეთ ორგანიზმი მძიმე სამუშაოთი არ გადატვირთოთ. ძილის წინ კალორიული კერძების მიღებისგან თავი შეიკავეთ. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
სასწორი
თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა შევსებაც მალე მოგიწევთ. ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება - ეცადეთ ეს მომენტი ახალი კავშირების დასამყარებლად და იდეების განხილვისთვის გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით, არსებობს ფინანსური ზარალის რისკი. ბიზნესმენები ამ დღეს უცხო გარემოში და საეჭვო ადამიანებთან ხელშეკრულებების დადებას უნდა მოერიდონ. ნერვული დაძაბულობისა და ფიზიკური სტრესის მოსახსნელად აუცილებლად ეწვიეთ აუზს.
მორიელი
მშვიდი და გაწონასწორებული დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სიყვარულში ბედნიერია. შესაძლოა, ზოგი ადამიანი თქვენს სიკეთეს და სულგრძელობას პირადი სარგებლისთვის იყენებს. გირჩევთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა შეზღუდოთ. დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთი ნათესავის საქციელის გამო, შეიძლება ურთიერთობები დაიძაბოს. დღის პირველი ნახევარი პროფესიულ სფეროში წარმატებას გპირდებათ: მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები და სასარგებლო სიახლეები. გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, ამიტომ ახლად გაცნობილი ადამიანების საეჭვო შეთავაზებებს უნდა ერიდოთ. ბოლო დროს ბევრი ნერვიულობის გადატანა მოგიწიათ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.
მშვილდოსანი
ერთობლივი მგზავრობა ან ლაშქრობა ურთიერთობებს ახალ ვნებას შემატებს და დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. შესაძლოა, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო წვრილმანები კონფლიქტის მიზეზი გახდეს - შეეცადეთ, რუტინამ ურთიერთობა არ გააფუჭოს. ახლად გაცნობილ ადამიანებს პირადი ცხოვრების შესახებ ნუ უამბობთ, რადგან შეიძლება თქვენ შესახებ ჭორები გაავრცელონ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ძლიერმოქმედ მედიკამენტებს. იდეალური დღეა გამაჯანსაღებელი და კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის.
თხის რქა
გონივრული კომპრომისი დაგეხმარებათ იმ კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გიფუჭებთ. შეგიძლიათ ახლობლებისთვის მცირე წვეულება მოაწყოთ და ყველამ ერთად დრო მხიარულად გაატაროთ. გამჭრიახობა და ზუსტი გათვლები პროფესიულ სფეროში სერიოზული შეცდომებისგან გიხსნით. ეცადეთ შემოსავლის ახალი წყაროები მოძებნოთ - შესაძლოა, შორეულმა ნათესავებმა სარფიანი წინადადებები შემოგთავაზონ. თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. ამინდის მიმართ მგრძნობიარე თხის რქებს ვურჩევთ უახლოეს დღეებში მაგარი ყავისა და ალკოჰოლური სასმელების დალევას და გადაღლას მოერიდონ.
მერწყული
საყვარელი ადამიანის უნდობლობის მიზეზი არ გაქვთ, ამიტომ ეჭვები გონებიდან განდევნეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შურიანი ადამიანები თქვენს წყვილში განხეთქილებას შეიტანენ. დაქორწინებულებს მძიმე საუბარი ელით, რომელიც ურთიერთსაყვედურებით დასრულდება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. პედანტურობა საჭირო ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში ხელს გიშლით - ვარსკვლავები გირჩევენ, დონებას მიჰყვეთ და ყველაფერი თავისით მოგვარდება. ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ, ამიტომ შეგიძლიათ გარდერობისა და ინტერიერის განახლებაზე იზრუნოთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო თქვენი ენერგეტიკული ველი ამჟამად შესუსტებულია. ეს დღე საპასუხისმგებლო მოლაპარაკებისა და რთული საქმეებისთვის არ გამოდგება - შესაძლოა, მათი დასრულებისთვის ძალა არ გეყოთ.
თევზები
შეეცადეთ, უარყოფით ემოციებს თავი აარიდოთ და თუ შესაძლებლობა გექნებათ, მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. გირჩევთ თითოეული სიტყვა აკონტროლოთ, რომ შემთხვევით ვინმე არ გაანაწყენოთ! მოზარდი თაობის აღზრდის პროცესში მოსალოდნელია სირთულეები - შესაძლოა, ბავშვთა ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ლიტერატურის წაკითხვა მოგიწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური და ენერგიული იქნებით, მუდმივად სხვადასხვა დაბრკოლებას წააწყდებით. ეს დღე ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებზე დიდ გავლენას მოახდენს. არავითარ შემთხვევაში კბილის თუნდაც უმნიშვნელო ტკივილი არ უგულებელყოთ და სტომატოლოგს დროულად მიმართეთ.



