“ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს”-დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუკ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და მომავალშიც იპარტნიორებს.
 
ქართველიშვილის თქმით, ჯერჯერობით ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს.
 
„შეცვალა თუ არა დავით კეზერაშვილმა ამ ეტაპზე სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ჩვენი ცხინვალელი სეპარატისტების დიდი მეგობარი და მფარველი, ლЯკას დამფინანსებელი, ვალერი აბისალოს ძე გერგიევი დადასტურებით უცნობია. ჯერჯერობით ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს,“ – დავით წერს ქართველიშვილი.