საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია -BBC

რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის დატოვებას აგრძელებენ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია, – ინფორმაციას BBC-ი საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოძრაობა ძალიან შენელებულია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება.

ხალხის ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა.