“ნიკა მელია ლაჩარია და სადაც შემხვდება, მას სათანადო პასუხს გავცემ”- გიორგი მუმლაძე

“ეს ადამიანი არის დაცვას ამოფარებული ლაჩარი. ჩემი უპირველესი მიზანია, რომ ასეთი მოძალადე, ძალადობაზე მიდრეკილი ადამიანები მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ ნიკა მელიაზე საუბრისას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა. ამის შესახებ პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ღიად საუბრობენ. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. ორად გაყოფილი პარტიიდან ნაწილი თავმჯდომარეს უპირისპირდება მეორე კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.

„პრაქტიკულად, აღმოვჩნდი ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ეს ეხება ნიკა მელიასაც. პირდაპირ ვასახელებ მას. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, რომელიც დაცვასაა აფარებული და ისე ებლატავება ხალხს. ლაჩარია და სადაც შემხვდება, მას სათანადო პასუხს გავცემ პირველ რიგში, სიტყვით და თუ საჭირო იქნება, თავს დავიცავ, რადგან ეს ადამიანი არის დაცვას ამოფარებული ლაჩარი. ჩემი უპირველესი მიზანია, რომ ასეთი მოძალადე, ძალადობაზე მიდრეკილი ადამიანები მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა მუმლაძემ.