დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -3, +2°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ღამით კახეთის რეგიონში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამისა და დღის I ნახევარში ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით  +7, +12°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით  -7, -2°, ზოგან -13°-მდე, დღისით -6, -1°.