ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები – ჰუბერტ ქნირში

ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში.

ქნირში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმაურება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.